ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის პრეზიდენტისთვის და კონგრესისთვის იმიგრაცია მთავარი პრობლემაა


ტელეკომპანია „სი ბი ეს“-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის გადაჭრაზეც დონალდ ტრამპმა და კონგრესმა უნდა იმუშაონ, იმიგრაციაა.

გამოკითხულ ამერიკელთა 15 პროცენტმა თქვა, რომ იმიგრაცია ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც პრეზიდენტმა და კონგრესმა ამ წელს უნდა მოაგვარონ.

გამოკითხულთა 13 პროცენტის აზრით, ეკონომიკა და სამუშაო ადგილები მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.

11 პროცენტს მიაჩნია, რომ ჯანდაცვა მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.

გამოკითხვამ დაადგინა, რომ ამერიკელთა უმრავლესობა ფიქრობს, მთავრობამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ შეერთებულ შტატებში შემოსულმა უცხოელებმა ქვეყნის უსაფრთხოებას რისკი არ შეუქმნან.

უსაფრთხოების პოტენციური რისკების მიუხედავად, 10 დან 6 ამერიკელი მაინც მხარს უჭერს პროგრამას, რომელიც უკვე ამერიკაში მყოფ უკანონო იმიგრანტებს, შეერთებული შტატების მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას აძლევს. 13 პროცენტს სჯერა, რომ იმიგრანტებს შეერთებულ შტატებში დარჩენის უფლება, მოქალაქეობის მისაღები მიმართვის გარეშე უნდა მიეცეთ. 23 პროცენტი, შეერთებული შტატებიდან მათ წასვლას მოითხოვდა.

ამერიკელთა 58 პროცენტი კედლის აშენებას ეწინააღმდეგება, 39 პროცენტი მხარს უჭერს. კედლის ყველაზე თავგამოდებული მხარდამჭერები, 77 პროცენტით, რესპუბლიკელები არიან. კედელს დემოკრატთა მხოლოდ 11 პროცენტი უჭერს მხარს.

გამოკითხვის უმეტესი ნაწილი, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ უკანონო იმიგრაციის და დეპორტაციის შესახებ მემორანდუმების გამოქვეყნებამდე ჩატარდა.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG