ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აიოვის შტატის ქალაქ დე მოინში პოლიცია ცდილობს დაადგინოს ვინ მოკლა ორი პოლიციელი, რომლებზეც წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა განხორციელდა.

ორივე ოფიცერი საპატრულო მანქანაში იჯდა, როცა მათ ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. პირველ მსხვერპლზე თავდასხმა დილის 1:06 წუთზე განხორციელდა, მეორეზე კი სამი კოლომეტრის მოშორებით 20 წუთის შემდეგ.

დე მოინის პოლიციის უფროსმა პოლ პატრზეკის განცხადებით, პოლიციელებმა კარგად იციან, რომ საზოგადოების ერთ ნაწილში პოლიციის მიმართ არც ისე დადებითი დამოკიდებულება არსებობს. მან დასძინა, რომ დე მოინის პოლიცია გააგრძელებს საქმიანობას და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თითოეული ოფიცერი დაცული იყოს.

XS
SM
MD
LG