ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფილიპინების პრეზიდენტი თავს ჰიტლერს ადარებს


როდრიგო დუტერტე ამბობს, რომ ბედნიერი იქნებოდა, თუკი ის ჰიტლერივით მილიონობით ადამიანის მოკვლას შეძლებდა. მას სამი მილიონი ნარკომანის და კრიმინალის განადგურების სურვილი აქვს, რითაც დუტერტეს თქმით, პრობლემა “სამუდამოდ აღმოიფხვრება”.

ფილიპინების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ნარკოდანაშაულთან ბრძოლის საქმეში მას ადამიანის უფლებების დამცველთა გამოძიებები ვერ შეაფერხებს. თუკი გერმანიას ჰყავდა ჰიტლერი, მაშინ ფილიპინებსაც ეყოლება ის, ამბობს დუტერტე. “ჰიტლერმა 3 მილიონი ებრაელი ამოწყვიტა. ახლა სამი მილიონი ნარკომანი გვყავს. ბედნიერი ვიქნები, მათ დახოცვას თუ შევძლებ” - ეს განცხადება დუტერტემ ვიეტნამში ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ გააკეთა.

XS
SM
MD
LG