ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონში ახალი კანონის ვადებზე იმსჯელეს


პენტაგონის მიზანია დაამტკიცოს, რომ ამერიკის სამხედრო მისია პროფესიონალიზმით და არა სქესის მიხედვით ისაზღვრება

ამერიკის სამხედრო ძალების ინფორმაციით, უახლოესი სამი წლის განმავლობაში ჯარში ქალებს მიეცემათ უფლება საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობა მიიღონ.

სამშაბათს პენტაგონში სამხედრო მაღალჩინოსნები შეიკრიბნენ, რათა დაეწესებინათ ვადები იმ კანონში ცვლილების შესატანად, რომელიც ამერიკელ ქალებს სამხედრო სფეროში 200,000 პოზიციაზე უკრძალავდა მუშაობას.

შეკრებაზე პენტაგონის წარმომადგენელმა ჯულიეტ ბეილერმა ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვან გარდატეხად შეაფასა. მისი განცხადებით, პენტაგონის მიზანია დაამტკიცოს, რომ ამერიკის სამხედრო მისია პროფესიონალიზმით და არა სქესის მიხედვით ისაზღვრება.
XS
SM
MD
LG