ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი ჰომოსექსეულისტი ჯარისკაცები გეი-აღლუმზე სამხედრო ფორმებით გავლენ

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა პირადი შემადგენლობის ჰომოსექსუალისტ წევრებს ნება დართო სამხედრო ფორმებში გამოწყობილებმა მონაწილეობა მიიღონ გეი-აღლუმში, რომელიც კალიფორნიის ქალაქ სან-დიეგოში გაიმართება.

ამის შესახებ პენტაგონის გუშინდელ მემორანდუმშია ნათქვამი. შეერთებული შტატების არმიის, საჰაერო ძალების და საზღვაო ქვეითთა დანაყოფების ჯარისკაცებს შეუძლიათ შაბათს გამართულ ღონისძიებაში ღიად მიიღონ მონაწილეობა.

აქამდე სამხედრო პერსონალს ფორმებით გეი-აღლუმებში მონაწილეობის უფლება არ ქონდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG