ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

UTC- ის ფილიალი 75 მილიონ დოლარს გადაიხდის

ხუთშაბათს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის კონტრაქტორმა ორგანიზაციამ "იუნაითიდ თექნოლოჯის კორპორეიშენმა" თავი დამნაშავედ ცნო. ორგანიზაციას ჩინეთისთვის მოწყობილობების მიყიდვა ედება ბრალად, რის შემდეგაც პეკინი Z-10 ტიპის სამხედრო ვეტმფრენის აწყობას აპირებდა. მსგავსი ქმედება იარაღის ექსპორტირების კონტროლის კანონს ეწინააღმდეგება.

აქედან გამომდინარე, აშშ იუსტიციის დეპარტამენტმა UTC-ის კანადის ფილიალი ორგანიზაცია Pratt & Whitney Canada $75 მილიონი დოლარით დაჯარიმა. ჯარიმის ნაწილი ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტისთვის ყალბი საბუთების მიწოდების გამო დაწესდა. თუმცა კონკრაქტორები აცხადებენ, რომ მათი აზრით, ჩინეთი სამოქალაქო ვეტმფრენის აგებას აპირებდა.

აშშ-მა ჩინეთისთვის სამხედრო მოწყობილობების მიყიდვა 1989 წელს აკრძალა.

XS
SM
MD
LG