ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გარდაცვლილი პალესტინის პრეზიდენტის ნივთებში პოლონიუმი აღმოაჩინეს

შვეიცარიის რადიოფიზიკის ინსტიტუტში, 2004 წელს გარდაცვლილი პალესტინის პრეზიდენტის, იასირ არაფატის ნივთებში რადიოაქტიური ნივთიერება პოლონიუმი აღმოაჩინეს.

ინსტიტუტის წარმომადგენლის დარსი კრისტენის განცხადებით, არაფატის კუთვნილ საგნებში პოლონიუმ 210-ის განსაცვიფრებლად მაღალი დონე იპოვეს. თუმცა, პალესტინის ყოფილი პრეზიდენტის კლინიკური სიმპტომები არ ადასტურებს პოლონიუმით მოწამვლის შესაძლებლობას.

როგორც ინსტიტუტის დირექტორმა, ფრანსუა ბოჩადიმ ალ-ჯაზირას ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, ერთადერთი გზა მოწამვლის ვერსიის შესამოწმებლად გვამის ექსგუმაციაა, რაზეც იასირ არაფატის მეუღლემ თანხმობა განაცხადა.
XS
SM
MD
LG