ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმის გამოძიება ახალ პრემიერ-მინისტრს დაავალა

პაკისტანის პარლამენტში გადაყენებული პრემიერ-მინისტრის შვილი პარლამენტის წევრად აირჩიეს. აბდულ ყადირ გილანი პაკისტანის სახალხო პარტიის სიით იყრიდა კენჭს. მან თავის მეტოქეს 4000 ხმით აჯობა.

არჩევნები პარლამენტში გამოთავისუფლებული ადგილისთვის გაიმართა. პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ იუსუფ რაზა გილანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა. მიზეზი კი გახდა მისი უარი, კორუფციის ბრალდებით დაეწყო გამოძიება პრეზიდენტ ასიფ ალი ზარდარის წინააღმდეგ.

გასულ კვირას უზენაესმა სასამართლომ ზარდარის წინააღმდეგ საქმის გამოძიება ახალ პრემიერ-მინისტრ რაჯა ფერვეზ აშრაფის დაავალა
XS
SM
MD
LG