ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტი პაკისტანში


პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში შიიტი მუსლიმებით სავსე მიკროავტობუსი ნაღმზე აფეთქდა, რამაც 14 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ტრაგედია ორაკზაის რაიონში მოხდა, სადაც განსაკუთრებით ძლიერია ალ-ყაიდას და თალიბანის გავლენა. აფეთქების შედეგად ქალები და ბავშვებიც დაიღუპნენ.

პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით, პაკისტანის საგარეო დაზვერვის უფროსი გენერალ-ლეიტენანტი ზაჰირულ ისლამი ვაშინგტონში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს გენერალ დევიდ პეტრეუსს შეხვდება.
XS
SM
MD
LG