ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში თვითმკვლელი ტერორისტი თავს სასამართლოს დაესხა


ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანის ხელისუფლება აცხადებს, რომ თვითმკვლელი ამფეთქებლის სასამართლო კომპლექსზე თავდასხმის შედეგად სულ ცოტა 12 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა.

თავდასხმა დღეს, პროვინციულ ქალაქ მარდანში მოხდა.

რაიონის მერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ჭიშკართან მცველებს ხელყუმბარა ესროლა და მერე თავის სხეულზე შემოხვეული ასაფეთქებელი მასალის დეტონაცია მოახდინა.

ხელისუფლება და საავადმყოფოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მსხვერპლთა შორის ბევრი ადვოკატია და დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება.

თავდასხმა პაკისტანის სამხედროების მიერ ოთხი თვითმკვლელი ამფეთქებლის ლიკვიდაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა. სამხედროებმა ტერორისტების განადგურება ქრისტიანულ უბანში ასაფეთქებელი მასალის დეტონაციამდე შეძლეს.

XS
SM
MD
LG