ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა


პაკისტანის ქალაქ კარაჩიში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა
პაკისტანის ქალაქ კარაჩიში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა

პაკისტანის ქალაქ კარაჩიში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი საავადმყოფოს ცნობით, დაშავებულია კიდევ 50 ადამიანი.

თვითმხილველის თქმით, მატარებელი სადგურზე გაჩერებულ მატარებელს შეეჯახა. წინასწარ მოკვლევაზე დაყრდნობით, ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ სადგურის თანამშრომლებმა მძღო

ლს შეცდომით მწვანე შუქი აუნთეს. რკინიგზის მინისტრი კი აცხადებს, რომ შეცდომა თავად მატარებლის მძღოლმა დაუშვა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა.

XS
SM
MD
LG