ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

60-მდე დაღუპული და ორჯერ მეტი დაჭრილი კვეტაში


პაკისტანში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაახლოებით 60 ადამიანი დაიღუპა და 120 დაიჭრა. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ კვეტაში, პოლიციის საწვრთნელ ცენტრს შეიარაღებული თვითმკვლელი ტერორისტები დაესხნენ თავს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ნაკლებად ცნობილმა ადგილობრივმა გასამხედროებულმა ჯგუფმა აიღო. ჩაცმულობის მიხედვით, ფიქრობენ, რომ ის დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან” უნდა იყოს დაკავშირებული.

თავდასხმა ორშაბათს გვიან ღამით დაიწყო და რამდენიმე საათი გრძელდებოდა. ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, ბრძოლა გათენებამდე დასრულდა მას შემდეგ, რაც ორმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა, მესამე კი უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს.

XS
SM
MD
LG