ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის სამხრეთში მდებარე ქალაქ კვეტაში შეიარაღებულმა მოტოციკლეტისტმა პაკისტანის გასამხედროებული ძალების სამი ჯარისკაცი მოკლა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანის თალიბანის ერთ-ერთმა განშტოებამ ჯამაათლ აჰრარიმ აიღო საკუთარ თავზე. პაკისტანში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ თითქმის ყველა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ ჯგუფს აქვს აღბული. მათ შორისაა კვეტაში აგვისტოში განხორციელებული თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებაც, რომელმაც 70 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ჯარისკაცები რიგით საპატრულო მისიაზე იყვნენ, როცა მოტოციკლეტისტმა მათ ცეცხლი გაუხსნა.

XS
SM
MD
LG