ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

8 ნოემბერს ბიულეტენებზე 150-ზე მეტი ინიციატივა იყო


არკანზასელები სამედიცინო მარიხუანის ლეგალიზებას ითხოვენ

არკანზასელები სამედიცინო მარიხუანის ლეგალიზებას ითხოვენ

პრეზიდენტის და კანონმდებლების არჩევის გარდა, ამერიკელებმა სამშაბათს ზოგიერთ შტატში აირჩიეს უმაღლესი სასამართლოს, თუ სასკოლო უბნის საბჭოს წევრები და ხმა მისცეს ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს. 35 შტატში და კოლუმბიის ოლქში 150-ზე მეტ საკითხს უყარეს კენჭი.

რეფერენდუმის კითხვებს შორის ყველაზე პოპულარული მარიხუანის ლეგალიზების თემა იყო, ის 9 შტატში განიხილეს. მათ შორის 5-ში ის სარეკრეაციო ლეგალიზებას ეხებოდა, 4-ში კი - სამედიცინო. კალიფორნიის შტატში ორენოვან განათლებას უყარეს კენჭი და დაამტკიცეს; დედაქალაქში - კოლუმბიის ოლქის შტატად გადაკეთებას და იქაც საკითხი დადებითად გადაწყდა. ზოგ შტატში რეფერენდუმის კითხვა იარაღის კონტროლის რეგულაციებს, თუ მინიმალური ხელფასის ზღვარს ეხებოდა.

კალიფორნიაში და მასაჩუსეტში მარიხუანის სარეკრეაციო გამოყენება დამტკიცდა. ფლორიდის შტატში, არკანზასში და ჩრდილოეთ დაკოტაში კი - სამედიცინო. დანარჩენ შტატებში ხმების დათვლა გრძელდება. კალიფორნიაში იარაღის ფლობის კანონი იზღუდება. ჯერჯერობით უცნობია მეინის და ნევადის შედეგები, სადაც ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა მაიკლ ბლუმბერგმა იარაღის კონტროლზე კანონის გამკაცრების მხარდაჭერის მიზნით, მილიონობით დოლარი დახარჯა. არიზონაში და კოლორადოში 2020 წლამდე მინიმალური ხელფასი საათში $12 გახდება, ვაშინგტონის შტატში კი $13.50. კოლორადოს შტატში დაკანონდა სასიკვდილოდ განწირული პაციენტებისთვის, სურვილის შემთხვევაში, ლეტალური ინექციის გაკეთება. დიაგნოზის შესახებ დასკვნას მინიმუმ სამმა ექიმმა უნდა მოაწეროს ხელი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG