ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯო ბაიდენი ორლანდოს თავდასხმაზე საუბრობს


ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

ამერიკის ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში მომხდარი მასობრივი მკვლელობის მოტივი “უფრო და უფრო ცხადი ხდება.” თავდასხმის შედეგად კვირას გამთენიისას, შეიარაღებულმა მამაკაცმა 49 ადამიანი მოკლა და 53 დაჭრა.

ბაიდენს საქმის დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა განაცხადა, რომ მომდევნო რამდენიმე დღეში პრეზიდენტი ბარაკ ობამა თავდასხმის დეტალებზე განცხადებას გააკეთებს. ობამა ორლანდოში ხუთშაბათს გეგმავს ჩასვლას.

სამშაბათს გაკეთებულ განცხადებაში პრეზიდენტმა ობამამ თქვა, რომ თავდამსხმელი “გაბრაზებული, არასტაბილური ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომელიც თვით-რადიკალიზებული გახდა.” მისი თქმით, არ არსებობს იმის ინდიკატორები, რომ 29 წლის ომარ მატინმა ჰომოსექსუალთა ღამის კლუბზე თავდასხმა უცხოური ტერორისტული ჯგუფის დავალებით განახორციელა.

XS
SM
MD
LG