ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

OPEC-ის შეთანხმებას ნავთობზე ფასების ზრდა მოჰყვა


OPEC-მა შეთანხმებას მიაღწია
OPEC-მა შეთანხმებას მიაღწია

ნავთობის ფასი უკანასკნელი ორი წლის მანძილზე, პირველად მიიწევს მაღლა. ბალანსი ნავთობის მიწოდებასა და მასზე მოთხოვნას შორის შეარყია სხვადასხვა ფაქტორებმა, მათ შორის მზისა და ქარის ენერგიის პოპულარობის ზრდამ, არასტაბილურმა სიტუაციამ ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებში და OPEC-ის მიერ პროდუქციის შეზღუდვის გადაწყვეტილებამ.

თუმცა გრძელვადიან პერიოდში ნავთობზე მოთხოვნის ზრდაა მოსალოდნელი.

აშშ-ის ენერგო ინფორმაციის სააგენტოს თანამშრომლის, ჰანა ბროლის თქმით, ნამატის შემცირებასთან ერთად, ნავთობის ფასი შესაბამისად მოიმატებს.

„ნავთობის მსოფლიო წარმოება გასცდა მსოფლიო მოხმარებას. რამაც ფასების შემცირება გამოიწვია“, - აღნიშნა მან.

ნავთობზე დაბალმა ფასებმა, ამ ინდუსტრიაში ინვესტიციები შეამცირა. ჰანა ბროილის თქმით, ფასების გაზრდა მოტივაციას მისცემს კომპანიებს გააგრძელონ ნავთობის მოპოვების სამუშაოები და გაზარდონ წარმოება.

ამასთანავე, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) მის წევრ სახელმწიფოებთან და რუსეთთან შეთანხმდა წარმოების შემცირებაზე.

შეთანხმების შესახებ ინფორმაციის გაცემამ ნავთობის ფასების ერთ ბარელზე 50$-მდე გაზრდა გამოიწვია. ნავთობის ფასი 100 დოლარიდან 30 დოლარამდე დაეცა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში. OPEC-ის წევრი ქვეყნები ნოემბერში შეხვდებიან შეთანხმების დეტალების დასადგენად. მათ მოუწევთ შეთანხმება იმაზე, თუ რომელი ქვეყანა შეამცირებს წარმოებას და რა რაოდენობით. ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის ერაყი, გამონაკლისის დაშვებას ითხოვს.

ნავთობთან ერთად, ალტერნატიული ენერგიის მოხმარებაც იზრდება. ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAE) თქმით, 2015 წელს მზის ენერგიის პანელების მოთხოვნა დღეში ნახევარ მილიონს შეადგენდა. მოთხოვნა ასევე იზრდება ქარის ენერგიაზე.

IAE-ს განცხადებით, 2010 წლის შემდე, ქარის და მზის ენერგიის მიღება და წარმოების დანახარჯი სამჯერ შემცირდა. სააგენტოს თქმით, ეს ალტერნატიული ენერგიის დარგისთვის „ტრანსფორმაციული“ ცვლილებაა.

XS
SM
MD
LG