ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უსაინ ბოლტმა ზედიზედ მესამე ოლიმპიადაზე გაიმარჯვა


იამაიკელი სპრინტერი უსაინ ბოლტი მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ადამიანად რჩება.

მამაკაცებში 100 მეტრზე სირბილში მან ზედიზედ მესამე ოლიმპიადაზე გაიმარჯვა, რაც არც ერთ სხვა მძლეოსანს არასდროს გაუკეთებია.

ბოლტმა სირბილი ნელა დაიწყო, მაგრამ 80 მეტრიან ნიშნულზე ამერიკელ ჯასტინ გატლინს გაუსწრო და 9.81 წამით გაიმარჯვა.

იმავე დღეს, სამხრეთ აფრიკელმა სპრინტერმა, ვეიდ ვან ნიკერკმა მიაღწია წარმატებას. მან 400 მეტრზე სირბილში, 43.03 წამით მსოფლიო რეკორდი დაამყარა, რომლითაც ამერიკელი მაიკლ ჯონსონის მიერ 1999 დამყარებული რეკორდი მოხსნა.

XS
SM
MD
LG