ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონის ოლიმპიადის უსაფრთხოება


ოლიმპიადა სტარტს 27 ივლისს იღებს და 12 აგვისტომდე გაგრძელდება

ლონდონის ოლიმპიადის უსაფრთხოების სამსახურებს სათანადო რაოდენობით პერსონალი ეყოლება - აცხადებს დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო კომიტეტი.

უსაფრთხოების კერძო კომპანიის „ჯი-4-ეს“ (G4S) ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, მარგარეტ ჰოჯმა ოფიციალური ბოდიში მოიხადა იმისთვის, რომ მათ საკმარისი რაოდენობით თანამშრომლის სამუშაოზე აყვანა ვერ მოახერხეს. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება იძულებული გახდა ლონდონის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით 13 500 სამხედრო მოსამსახურე გამოეყო. მათ ხელფასებს „ჯი-4-ეს“ გადაუხდის და ეს კომპანიას შესაძლოა 77 მილიონამდე ამერიკული დოლარი დაუჯდეს.

ოლიმპიადა სტარტს 27 ივლისს იღებს და 12 აგვისტომდე გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG