ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა კონგრესს სავაჭრო ხელშეკრულების დამტკიცებას სთხოვს


ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა კონგრესს 12 წევრიანი ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის ქვეყანებთან სავაჭრო ხელშეკრულების დამტკიცებას სთხოვს. ამ შეთანხმების დეტალების მოლაპარაკებას ობამას ადმინისტრაცია მას შემდეგ აწარმოებს, რაც ის თითქმის რვაა წლის წინ პრეზიდენტად აირჩიეს. ეგრეთწოდებულ, “თი-თი-პი” ხელშეკრულებას მომავალი საპრეზიდენტო ორივე კანდიდატი ეწინააღმდეგება.

“ამჟამად, პრეზიდენტი ვარ მე და მე ამ ხელშეკრულებას მხარს ვუჭერ,” განაცხადა ობამამ სინგაპურის პრემიერ მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ხელშეკრულების დამტკიცების შემთხვევაში ამერიკულ საექსპორტო პროდუქციაზე ტარიფები შემცირდება, ხოლო ხელმომწერ ქვეყნებს კი დასაქმებისა და გარემოს დაცვის გამკაცრებული სტანდარტების დაცვა მოეთხოვებათ.

ხელშეკრულების ტექსტი დაახლოებით 8 500 გვერდისგან შედგება. ობამა აცხადებს, რომ ის ამერიკის ეკონომიკის სტიმულირებას შეუწყობს ხელს.

XS
SM
MD
LG