ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების ადმინისტრაცია აცხადებს, რომ კუბაზე დაწესებულ შეზღუდვებს შეასუსტებს კუნძულ სახელმწიფოსთან ეკონომიკური ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და მეტი შესაძლებლობების შესაქმნელად.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაამტკიცა რეგულაციების პაკეტი, რომლის მიზანიც კუბასთან სამეცნიერო, ჰუმანიტარული, სავაჭრო და კომერციული ურთიერთობების გაუმჯობესებაა.

ოაბამას თქმით, ამერიკასა და კუბას შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მხრივ “ძალიან რეალური განსხვავებები” ჯერ ისევ არსებობს, მაგრამ განსხვავებების გამოსწორება მხოლოდ ჩართულობითაა შესაძლებელი.

ადმინისტრაციის გეგმის თანახმად, კუბასთან დაიწყება ერთობლივი სამედიცინო კვლევები, კუბურ ფარმაცევტულ კომპანიებს ამერიკაში მედიკამენტების გაყიდვა შეეძლებათ, ხოლო ამერიკულ ბანკებს კუბაში საქმიანობის საშუალება მიეცემათ.

XS
SM
MD
LG