ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ევროპას არწმუნებს, რომ ამერიკა გააგრძელებს აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო პოლიტიკაში.

პრეზიდენტმა ობამამ ეს განცხადება გერმანიაში გააკეთა, რომელსაც ის პრეზიდენტის რანგში ბოლოჯერ ეწვია. გერმანია ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა, ნატოს მნიშვნელოვანი წევრი და შეერთებული შტატების სავაჭრო პარტნიორია, ამასთან ერთად გერმანიაშია დისლოცირებულია ამერიკული დანაყოფები.

გერმანიაში ეს პრეზიდენტ ობამას მეექვსე ვიზიტი იყო. ქვეყანაში ჩასვლამდე გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად გამოქვეყნებულ სტატიაში პრეზიდენტი წერს, რომ „სამყარო გლობალიზაციამდელ დროს არ დაუბრუნდება.“ ორი ლიდერის მოსაზრება გერმანულ მედიაში გამოქვეყნდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG