ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ბოლო ტური უცხოეთის ქვეყნებში


პრეზიდენტის რანგში ბარაკ ობამა უცხოეთის ქვეყნებში ბოლო ტურს მართავს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი საბერძნეთს, გერმანიას და პერუს ეწვევა. სამივე ქვეყნის ლიდერებთან საუბარი, სავარაუდოდ, ახლადარჩეული ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თაობაზეც გაიმართება.

პრეზიდენტი ობამა კიდევ ერთხელ შეეცდება დაარწმუნოს ევროპელი ლიდერები, რომ ამერიკა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს „ძლიერ და ინტეგრირებულ, ერთიან ევროპას“ - აცხადებს ბენ როდესი. ის პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილეა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

ვიზიტის ფარგლებში ობამა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად, ბერლინში ხუთშაბათს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის და საბერძნეთის ლიდერებსაც შეხვდება. საუბრის მთავარ თემებს შორის იქნება: ბრძოლა დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან, მიგრაციის საკითხები, მდგომარეობა უკრაინაში და გასულ კვირას ამერიკაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები.

XS
SM
MD
LG