ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ ობამას გამოსვლა


პრეზიდენტის მიმართვის საპასუხოდ, რესპუბლიკელების სახელით კონგრესმენმა ვიკი ჰართცლერმა დემოკრატები და ქვეყნის პირველი პირი გააკრიტიკა

ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით 2009 წლის შემდეგ ამერიკაში მარტო 300 000 სამუშაო ადგილი დაიკარგა განათლების სექტორში და რომ ქვეყნის კონგრესი ამასთან დაკავშირებით არაფერს აკეთებს.

დღეს გაკეთებულ ყოველკვირეულ მიმართვაში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თითქმის ყველა რესპუბლიკელი კონგრესში უარს აცხადებს მხარი დაუჭიროს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ დასაქმების კანონპროექტს, რომელიც მასწავლებელთა სამსახურებში ხელახლა აყვანას შეუწყობდა ხელს და ამ სექტორში დამატებით შემცირებებს აიცილებდა თავიდან. ობამას განცხადებით, რესპუბლიკელები ამ მხარდაჭერის ნაცვლად, მილიონრებისთვის საგადასახადო შეღავათებს ემხრობიან.

პრეზიდენტის მიმართვის საპასუხოდ, რესპუბლიკელების სახელით კონგრესმენმა ვიკი ჰართცლერმა დემოკრატები და ქვეყნის პირველი პირი გააკრიტიკა და თქვა, რომ სწორედ ამ ხალხის გამო კონგრესმა ვერ შეძლო უპრეცედენტო გვალვების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება და ამერიკელი ფერმერების დახმარება.
XS
SM
MD
LG