ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ვიზიტი ვიეტნამში


შეერთებულმა შტატებმა ვიეტნამისთვის იარაღის მიყიდვაზე დაწესებული ემბარგო მოხსნა. ჰანოიში ვიეტნამელ კოლეგასთან ერთად დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ 50-წლიანი აკრძალვა ბოლომდე მოხსნილია.

პრეზიდენტი ობამა პრესკონფერენციამდე ვიეტნამში საპრეზიდენტო სასახლეში გამართულ საგანგებო მიღებას დაესწრო. ექსპერტების შეფასებით, 1975 წელს დასრულებული ომის შემდეგ, ამერიკას და ვიეტნამს შორის დღეს ყველაზე ახლო ურთიერთობა დამყარდა, ვიდრე ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე.

XS
SM
MD
LG