ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბოლოჯერ მიმართა გაეროს გენერალურ ასამბლეას, რომელიც მსოფლიო ლიდერებს უყრის თავს. მიმართვაში პრეზიდენტმა ყურადღება ახლო-აღმოსავლეთზე და მსოფლიო წყობის რღვევაზე გაამახვილა.

„ჩვენ ვხედავთ როგორ ზღუდავენ ჟურნალისტებს მთავრობები და როგორ ქმნიან ცენზურულ კანონებს. ტერორისტული ქსელები იყენებენ სოციალურ მედიას და ამით ახალგაზრდებს იზიდავენ, შედეგად კი ძალადობით გამოწვეული ბრაზი უცოდველი მიგრანტებისკენ და მუსლიმებისკენაა მიმართული. ძლიერი სახელმწიფოები კი საერთაშორისო სამართალს უგულებელყოფენ. ასეთ სამყაროში გვიწევს ცხოვრება,“ განაცხადა ობამამ გაეროს შტაბბინაში.

XS
SM
MD
LG