ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტმა ობამამ დემოკრატ საპრეზიდენტო კანიდატ ჰილარი კლინტონის მხარდასაჭერ სიტყვაში ისაუბრა, თუ რატომ უნდა აირჩიონ ის ამერიკელებმა მომავალ პრეზიდენტად

სამშაბათს, ჩრდილოეთ კაროლინის შტატში, ჰილარი კლინტონთან ერთად საკამპანიო შეხვედრისას, პრეზიდენტმა, მისი ყოფილი სახელმწიფო მდივანი დაახასიათა როგორც საზრიანი, კვალიფიცირებული, შრომისმოყვარე, ძლიერი და გულმხურვალე ლიდერი, რომელიც დაიცავს ქვეყანას, დაეხმარება ოჯახებს და დააწინაურებს ამერიკის ინტერესებსა და ღირებულებებს.

ჰილარი კლინტონის მეტოქე დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში, რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, მხარდამჭერებთან საუბარში იერიში მიიტანა ჰილარი კლინტონზე სამსახურეობრივი ელფოსტის პირადი სერვერიდან გაგზავნისთვის. გუშინვე, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა ჯეიმს კომიმ აღნიშნა, რომ საჭიროდ არ მიიჩნევს ამ საკითხში ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ საქმის აღძვრის წინადადებით გამოვიდეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG