ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპრეზიდენტო კამპანია ამერიკის სამხრეთით ინაცვლებს, დღეს დემოკრატი ჰილარი კლინტონი და რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი შეხვედრებს ჩრდილოეთ კაროლინის შტატში მართავენ.

დღესვე, ქალაქ შარლოტში დაგეგმილ საკამპანიო შეხედრაზე გამოვა პრეზდიენტი ბარაკ ობამა და საჯაროდ გამოუცხადებს მხარდაჭერას მისი ადმინისტრაციის ყოფილ სახელმწიფო მდივანს და პირველ ქალ კადიდატს ჰილარი კლინტონს.

“ველოდები კამპანიაში ერთად ჩართვას” - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის გამოჩენას თავის ტვიტერზე ჰილარი კლინტონი.

8 წლის წინ ობამა და კლინტონი დემოკრატიული პარტიის ნომინანტობისთვის იბრძოდნენ, პრაიმერებში ობამას გამარჯვების შემდეგ კლინტონი მის კამპანიას შეუერთდა რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინის წინააღმდეგ, ახლა კი თეთრ სახლში მოსახვედრად კლინტონს ობამა ეხმარება.

XS
SM
MD
LG