ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა: "ქვეყანა პოლიციისგან ბევრს ითხოვს"


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ქვეყანა პოლიციისგან ბევრს ითხოვს და მათ შორის არსებობს მოლოდინი, რომპოლიციამ მოაგვაროს საზოგადოების პრობლემები. ხუთშაბათ საღამოს ვაშინგტონის თეატრში ქალაქის მმართველობასთან გამართულ შეხვედრაზე მან რასობრივ დაძაბულობაზე და პოლიციის ძალადობაზე ისაუბრა.

შეხვედრაში, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა, ტეხასში, მინესოტაში, ლუიზიანასა და მისურიში ძალადობრივი დაპირისპირებისას დაზარალებულები მონაწილეობდნენ.

სიმბოლური იყო შეხვედრის ადგილიც. ის ვაშინგტონის დერეფნად წოდებულ მეთოთხმეტე ქუჩაზე მდებარე თეატრში გაიმართა. 1968 წელს, მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობის შემდეგ, სამოქალაქო ამბოხი სწორედ ამ უბანში დაიწყო.

ტეხასის ლეიტენანტმა გუბერნატორმა დენ პატრიკმა პრეზიდენტ ობამას პოლიციის უფრო მკვეთრი მხაარდაჭერისკენ და პოლიციის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის დაგმობისკენ მოუწოდა. გუბერნატორის კრიტიკაზე პასუხად პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყოველთვის გმობდა ანტი-პოლიციურ რიტორიკას.

XS
SM
MD
LG