ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა მექსიკის ლიდერს ხვდება


დღეს, დონალდ ტრამპის მიერ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის მეორე დღეს, რომელშიც მან პირობა დადო, რომ შეერთებულ შტატებისა და მექსიკის გამყოფ კედელს ააშენებს, ამ ორი ქვეყნის ამჟამად მოქმედი პრეზიდენტები შეხვდებიან.

პარასკევს პრეზიდენტი ბარაკ ობამა მექსიკის პრეზიდენტ ენრიკე პენა ნიეტოს უმასპინძლებს. იანვრის შემდეგ ეს თეთრ სახლში მისი პირველი ვიზიტია.

პენა ნიეტომ თქვა, რომ ტრამპის კომენტარებმა იმის შესახებ, რომ მექსიკელებს შეერთებულ შტატებში ნარკოტიკები, კრიმინალი და გაუპატიურება შემოაქვთ, ორი ქვეყნის ურთიერთობას ზიანი მიაყენა. მექსიკის პრეზიდენტმა რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი გააკრიტიკა, თუმცა თქვა, რომ ვინც არ უნდა შეცვალოს ობამა, მექსიკის მთავრობა მასთან იმუშავებს.

XS
SM
MD
LG