ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამამ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პოზიცია დააფიქსირა


დღეს, ყოფილმა პრეზიდენტმა ობამამ, საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატ ემანუელ მაკრონს მხარდაჭერა ოფიციალურად გამოუცხადა და მაკრონის გამარჯვებას, „საფრანგეთის მომავლისთვის და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი“ უწოდა.

ობამამ თქვა, რომ მაკრონის „ლიბერალური ღირებულებებით“ აღფრთოვანებულია, რომელიც ფრანგებისთვის უკეთესი მომავლისთვის იღწვის.

„ამ არჩევნების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მხარს ვუჭერ ემანუელ მაკრონს, რომელიც წინ წაგიძღვებათ“, თქვა ობამამ, რომელმაც აღნიშნა, რომ მაკრონი აქცენტს ადამიანების იმედებზე და არა შიშებზე აკეთებს. როგორც ჩანდა, ეს დარტყმა მემარჯვენე კანდიდატ, მარინ ლე პენის მისამართით გაკეთდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG