ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა წყალდიდობით დაზარალებულ ლუიზიანაში მიემგზავრება


ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა წყალდიდობით დაზარალებულ სამხრეთ-აღმოსავლეთის შტატ ლუიზიანაში მიემგზავრება.

8-14 აგვისტოს მომხდარმა წყალდიდობამ ლუიზიანაში სულ მცირე 13 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და დაახლოებით 60 000 მოქალაქე უსახლ-კაროდ დატოვა. ფედერალური დახმარების მისაღებად მთავრობას 106 000-მა ადამიანმა უკვე მიმართა.

რეზიდენტი შეეცდება სტიქიით დაზარალებული ადგილობრივები დაარწმუნოს, რომ მისი ადმინისტრაცია სტიქიით მიყენებული ზარალის აღდგენას პრიორიტეტად აქცევს.

პრეზიდენტი სტიქიით დაზარალებულ ბატონ-რუჟშიც ჩავა, სადაც ფედერალური მთავრობის, სამაშველო სამსახურის და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება.

XS
SM
MD
LG