ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას აზიაზე ფოკუსის შენარჩუნება სურს


ამერიკის პრეზიდენტმა ლაოსში შეკრებილ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ლიდერებთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკა რეგიონის მოსახლეობის გვერდში დგომას მომავალშიც გააგრძელებს. ბარაკ ობამას პრეზიდენტობის განმავლობაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან არსებული ურთიერთობის ხელახალი დაბალანსება საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა. პრეზიდენტი ობამა იმედს გამოთქვამს, რომ იანვრიდან ამერიკის ახალი პრეზიდენტიც გააგრძელებს მისი ადმინისტრაციის პერიოდში დაწყებულ საქმეს.

ეს შეერთებული შტატების ლიდერის რიგით მერვე შეხვედრა იყო “ასეანის” ქვეყნების ლიდერებთან. ამერიკის 44-ე პრეზიდენტი რეგიონში ვიზიტით თავის ყველა წინამორბედზე მეტჯერ იმყოფებოდა, რაც პრეზიდენტ ობამას თქმით, აზიის მზარდ მნიშვნელობას ასახავს. ის აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მხრიდან აზიის სახელმწიფოებთან ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება, მათ შორის, ინოვაციების წახალისების კუთხითაც. ობამა ლაოსში შეკრებილ ლიდერებს კიდევ ერთხელ დაპირდა, რომ გააგრძელებს ზეწოლას კონგრესზე ტრანს-წყნარი ოკეანის სავაჭრო გარიგების თაობაზე.

XS
SM
MD
LG