ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა აზიელ ახალგაზრდა ლიდერებს შეხვდა


„მომავალზე ოცნება საკმარისი არ არის, საჭიროა მუშაობა,“ ამ სიტყვებით მიმართა ლაოსში შეკრებილ ახალგაზრდებს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიელი ლიდერების მიერ გამართულ ღონისძიებაზე ობამამ განაცხადა, რომ ისტორიულად პროგრესი და განვითარება ახალგაზრდებს მოაქვთ. მან ხაზი გაუსვა აზიის ქვეყნებში განათლების ამაღლების აუცილებლობას.

„ხელი არ უნდა ჩაიქნიოთ, რადგან თქვენს ირგვლივ სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად დღეს ბევრად მეტი შესაძლებლობა გაქვთ, ვიდრე თქვენამდე რომელიმე თაობას ჰქონია. იმედი მაქვს ამ შესაძლებლობას გამოიყენებთ,“ უთხრა პრეზიდენტმა ახალგაზრდებს.

ობამამ ასევე იმედი გამოთქვა, რომ ამერიკის მომდევნო პრეზიდენტი აზიის რეგიონთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს.

XS
SM
MD
LG