ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა საერთო და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების, ეკონომიკის გამოწვევებზე სასაუბროდ ევროპის ლიდერებს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობას გერმანიის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის და ესპანეთის ლიდერები იღებდნენ. ერთი დღით ადრე, ობამა გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდა.

სავარაუდოდ ეს ობამას უკანასკნელი სამუშაო შეხვედრაა ევროპელ პარტნიორებთან, მანამ ვიდრე ახალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ხელისუფლებას გადაიბარებს 2017 წლის 20 იანვარს. ობამამ გამოსვლისას ევროპელ პარტნიორებს მხარდაჭერა გამოუცხადა და ხაზი გაუსვა, რომ ამერიკა გააგრძელებს ევროპელ პარტნიორებთან მუშაობას.

პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ის მოუწოდებს მომავალ პრეზიდენტს წინაღუდგეს რუსეთს და აღნიშნა, რომ მას აქვს იმედი, რომ ტრამპიმისი ადმინისტრაციის „მსგავს კონსტრუქციულ მიდგომას“ აირჩევს რუსეთთან მიმართებაში, და შეძლებს იმ საკითხებზე შეთანხმებას „სადაც ამერიკას და რუსეთს საერთო ღირებულებები და ინტერესები აქვთ“.

„მე არ ველი იმას, რომ მომავალი პრეზიდენტი იმავე პოლიტიკას გააგრძელებს, რაც ჩვენ გვქონდა. თუმცა იმედი მაქვს, რომ ის უბრალოდ „რეალპოლიტიკის“ მიდგომას არ გაყვება დაეცდება რუსეთთან საერთო ენის გამონახვას, მითუმეტეს, როდესაც ეს საერთაშორისო ნორმების საწინააღმდეგოა, ან პატარა ქვეყნებს დაუცველს ტოვებს“, - განაცხადა ობამამ პრესკონფერენციაზე კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად ბერლინში.

ამერიკის ლიდერისთვის გერმანია მისი ოკეანისმიღმა ტურნეს ბოლო გაჩერებაა. გერმანია ამერიკის მთავარი ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორია, ამასთანავე NATO-ში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ამერიკის სამხედროებს მასპინძლობს.

ექსპერტების აზრით, ამერიკის არჩევნების შემდეგ, მერკელი შესაძლოა წამყვანი პოლიტიკოსი გახდეს რეგიონში, სადაც ნაციონალისტური მოძრაობები უფრო ძლიერდება.

ობამას ბოლო ვიზიტი გერმანიაში რიგით მეექვსეა.

„არ არსებობს უკან დასაბრუნებელი გზა მსოფლიოში გლობალიზაციის პერიოდამდე“, ნათქვამია ობამას და მერკელს საერთო წერილში, რომელიც გერმანულ გამოცემა WirtsschaftsWoche-ში გამოქვეყნდა ობამას გერმანიაში სტუმრობამდე.

ამერიკის პრეზიდენტის მესიჯი იმ ქვეყნებისთვის იყო განკუთვნილი, რომელთა ლიდერებსაც აშფოთებს ის, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში, თუ მისი წინასაარჩევნო განცხადებების მიხედვით ვიმსჯელებთ, შესაძლოა ვიხილოთ ამერიკა რომელიც უფრო იზოლაციონისტური და ნაკლებად ჩართული იქნება ევროპულ და მსოფლიო მოვლენებში.

ტრამპმა კამპანიის განმავლობაში NATO-ს საჭიროება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, ბრიტანეთის გადაწყვეტილებას- დაეტოვებინა ევროკავშირი- სიხარულით შეხვდა და მერკელის პოლიტიკა მუსლიმი ი~ემიგრანტის მიღების გამო გააკრიტიკა.კამპანიისას ტრამპმა მერკელს „დიდი მსოფლიო ლიდერი“ უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილებები საიმიგრაციო პოლიტიკის გარშემო „ტრაგიკული“ და „კატასტროფული“ იყო.

მიმომხილველთა ნაწილის აზრით, მერკელის ინიციატივას ევროკავშირის ქვეყნების მიერ საემიგრაციო კვოტების შემუშავების თაობაზე, ევროპის მასშტაბით ნაციონალისტური მოძრაობების გაძლიერება მოჰყვა.მათ შორის გერმანიაშიც. მათი აზრით ეს ერთ-ერთი მთავარ ფაქტორს წარმოადგენდა ბრიტანელი მოსახლეობის ნაწილისთვის, რომელმაც მხარი ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა.

ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებმა უფრო მეტი მხარდაჭერა ემიგრაციის კრიზისის შემდეგ გერმანიაშიც მოიპოვეს. მერკელის პარტიის რეიტინგი შემცირდა, მათ შორის იმ რეგიონშიც საიდანაც თავად გერმანიის კანცლერია.

ამერიკის პრეზიდენტი კი ევროპის შემდეგ პერუში გაემგზავრა აზიასა და ოკეანეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე დასასწრებად.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG