ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა ბოსტონში ჩავიდა


ობამა პირობას დებს რომ ბოსტონის ტერაქტის ორგანიზატორებს იპოვნიან და მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან

ბოსტონის ტერაქტიდან სამი დღის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ, ადგილობრივმა ოფიციალურმა და სასულიერო პირებმა ბოსტონში პატივი მიაგეს გარდაცვლილების ხსოვნას და მათი სულებისთვის ილოცეს.

ბოსტონის წმინდა ჯვრის სახელობის ეკლესიის პირველივე რიგში ამერიკის პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები ისხდნენ. მოძღვარმა ტერაქტის დროს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა, ილოცა დაშავებულების მალე გამოჯანმრთელებისთვის, მათთვის ვინც დაჭრილებს პირველადი დახმარება აღმოუჩინა და მთლიანად ბოსტონელი ხალხისთვის.

როქბუსრის პრესბიტერიანული ეკლესიის დედაომ ლიზ ვოლკერმა ბოროტის წინააღმდეგ საზოგადოების ძალის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ლიზ ვოლკეტი: ჩვენ ერთმანეთის ნაწილი ვართ, მყარი საზოგადოება, რომელიც ძლიერ ზეწოლას განიცდის მაგრამ არ მარცხდება, შეცბუნებულია მაგრამ არა განადგურებული.

გარდაცვლილთა სულებს პატივი ასევე სხვა კონფესიების წარმომადგენლებმაც მიაგეს, ასევე იუდაიზმისა და ისლამურის სარწმუნოების რელიგიურმა ლიდერებმაც.

ქალაქის მერმა ტომ მენინომ ტერაქტის დროს გარდაცვლილთა წინაშე ვალი მოიხადა. აფეთქებებს რვა წლის მარტინ რიჩარდი, ოცდაცხრა წლის კრისტი კემბელის და ოცდასამი წლის ჩინელი სტუდენტის ლუ ლინგზის სიცოცხლე შეეწირა.

მან განაცხადა რომ ბოსტონის სიძლიერეს ვერაფერი გატეხს და მომავალი წლის მარათონი ბოსტონში უკეთესად ჩატარდება.

ტომ მენინო: ამ ტრაგედიამ უნდა გვიბიძგოს იმისათვის რომ წინ წავიდეთ. ათასობით ადამიანი უნდა მივიდეს ფინიშამდე მომავალ წელს. რადგან ეს ბოსტონია.
ცერემონიაზე სიტყვით მასაჩუსეტსის შტატის გუბერნატორი დიველ პატრიკიც გამოვიდა.

დიველ პატრიკი: ჩვენ გვექნება ანგარიშვალდებულება შურისძიების გარეშე, სიფხიზლე შიშის გარეშე, იმედი გვაქვს და ვლოცულობთ. ბოილსტონის ქუჩა დაუბრუნდა ძველ მდგომარეობას, მედიაც თავის ყურადღებას უკვე სხვა ინფორმაციებს უთმობს. ამ ტრაგედიის მადლით დავაფასეთ საკუთარი თავები.

პრეზიდენტმა ობამამ „უდიდესი საყვედური“ გამოუცხადა მათ, ვინც სამიზნედ ბოსტონი შეარჩია რომ მათ წინააღმდეგ ეს საზიზღარი ქმედება ჩაედინა.

პრეზიდენტმა ობამამ უთხრა ბოსტონელებს რომ, ისევ დაუბრუნდებიან ძველ მდგომარეობას და ქვეყანა მათ გვერდზე იქნება განახლების გრძელ გზაზე.
მათთვის ვინც ეს თავდასხმა მოაწყო, და ნებისმიერი რომელიც შეეცდება ამერიკელისთვის ზიანის მიყენებას, პრეზიდენტი აცხადებს რომ, „ დიახ ჩვენ გიპოვნით და წარგადგენთ მართლმსაჯულების წინაშე.“

თეთრი სახლის ინფორმაციით პრეზიდენტმა და მისმა ოჯახმა ტერაქტის დროს გარდაცვლილ კრისტი კემბელის ოჯახს მიუსამძიმრა.
პრეზიდენტი ობამა ასევე მასაჩუსეტსის შტატის მთავარ სავადმყოფოში მივიდა, სადაც მარათონის დროს დაშავებულები ისევ მკურნალობენ.
XS
SM
MD
LG