ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღეს მსოფლიოს უდიდეს საოკეანო ნაკრძალს სტუმრობს. ბარაკ ობამამ ერთი კვირის წინ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ჰავაის კუნძულებთან მდებარე დაცული ტერიტორიის ფართობი ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით კიდევ უფრო გაიზარდა.

თეთრი სახლის განცხადებით, ნაკრძალის საერთო ფართობი ამჟამად 362, 000 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. დაცული ტერიტორია 7 ათასზე მეტი ისეთი სახეობის წყლის ცხოველს, მცენარეს, თუ სხვა ორგანიზმს აერთიანებს, რომელთა მსგავსი დედამიწაზე სხვაგან არსად გვხვდება.

ჰავაიში გამგზავრებამდე, ობამამ ადგილობრივ ლიდერებს უთხრა, რომ ბუნების დაცვა მისი პრეზიდენტობის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია. მან ყურადღება კლიმატური ცვლილებების პრობლემაზეც გაამახვილა და თქვა, რომ ტემპერატურის და ზღვის დონის ზრდა წყნარი ოკეანის კუნძულების მოსახლეობას “ეგზისტენციალურ საფრთხეს” უქმნის. პრეზიდენტი ჩინეთში გამგზავრებისთვის ემზადება, სადაც მისი თქმით, კლიმატური ცვლილებები დიდი ოცეულის სამიტის ერთ-ერთი წამყვანი თემა იქნება.

XS
SM
MD
LG