ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ევროპელი პარტნიორების დარწმუნებას ცდილობს


შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღეს საბერძნეთში ჩავიდა. ბარაკ ობამა შეეცადა დაერწმუნებინა ევროპელი პარტნიორები იმაში, რომ ამერიკის სტრატეგიული ინტერესები და ნატო-ს ვალდებულებებისადმი ერთგულება არც თეთრი სახლის შემდეგი ადმინისტრაციის პერიოდში შეიცვლება.

პრეზიდენტ ობამას თქმით, მომავალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მასთან შეხვედრის დროს “დიდი ინტერესი” გამოხატა ამერიკის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაგრძელების საქმისადმი. “ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი, აყვავებული და ერთიანი ევროპა არამარტო ევროპელი ხალხისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და შეერთებული შტატებისთვისაც კარგია” - უთხრა მან ათენში ჩასვლისთანავე საბერძნეთის პრეზიდენტ პროკოფის პავლოპულოსს.

ათენი პირველი დედაქალაქია პრეზიდენტ ობამას უცხოეთის ქვეყნების ბოლო ტურში. ამერიკის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ოთხშაბათს გერმანიას ეწვევა და შემდეგ პერუში მიემგზავრება.

XS
SM
MD
LG