ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა რიადში შეხვედრებს მართავს


პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერები დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში და ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის დამყარების მცდელობებში ერთიანი არიან. ამერიკის პრეზიდენტი საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს 6 წევრს შეხვდა.

ლიდერებმა მთავარი ყურადღება სირიაში მიმდინარე ბრძოლებზე გაამახვილეს. ასევე ისაუბრეს იემენში, ერაყში და ლიბიაში შექმნილ პოლიტიკურ არეულობებზე და მათი მოგვარების გზებზე. სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ და ალ-ყაიდას წინააღმდეგ ბრძოლის ესკალაციის გზებზეც იმსჯელა.

XS
SM
MD
LG