ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა შეხვედრას გამართავს სამართალდამცავი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სამოქალაქო უფლებების აქტივისტებთან. შეხვედრის მიზანი სტრატეგიის შემუშავებაა, რომელიც საზოგადოებაში პოლიციის მიმართ ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს.

სამშაბათს, ტეხასის ქალაქ დალასში მოკლული ხუთი პოლიციელის პანაშვიდზე, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გასულ კვირას ამერიკაში მიმდიანრე ძალადობამ ამერიკულ დემოკრატიაში არსებული გამყოფი ხაზი წარმოაჩინა.

გასულ კვირას დალასში არმიის ვეტერანმა ხუთი პოლიციელი მოკლა. ის სამართალდამცავებზე გაბრაზებული იყო ლუიზიანისა და მინესოტის შტატებში პოლიციის თეთრკანიანი ოფიცრების მიერ ორი შავკანიანი მამაკაცის მკვლელობასთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG