ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა აუნ სან სუჩის ხვდება


პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს თეთრ სახლში ბირმის დე-ფაქტო ლიდერს აუნ სან სუჩის მასპინძლობს. საუბრის თემა ბირმისთვის ამერიკის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნა იქნება.

ეს საგარეო საქმეთა მინისტრის დარგში ეს სუ ჩის პირველი ვიზიტია ამერიკაში, ამ თანამდებობაზე ის გასულ ნოემბერს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დაბრუნდა. ქვეყნის კონსტიტუცია მას პრეზიდენტის პოსტის დაკავებას, მეუღლის და შვილების უცხო ქვეყნის მოქალაქეობის გამო უზღუდავს.

სუ ჩიმ შინა პატიმრობაში 20 წელიწადზე მეტი გაატარა. პრეზიდენტ ობამასთან ოვალურ კაბინეტში შეხვედრა თეთრი სახლის მიერ იმაზე მინიშნებაა, რომ ამერიკა სუ ჩის ქვეყნის სამოქალაქო ლიდერად აღიარებს.

XS
SM
MD
LG