ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამამ ცნობილი ადამიანები თავისუფლების მედლით დააჯილდოვა


თავისუფლების მედლის გადაცემის ცერემონია
თავისუფლების მედლის გადაცემის ცერემონია

ამერიკის პრეზიდენტმა ბარკ ობამამ, ამერიკის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო, პრეზიდენტის სახელობის თავისუფლების მედალი 21 ამერიკელს გადასცა, მათ შორის ფილანტროპისტებს, მსახიობებს, აქტივისტებს, მეცნიერებს და სხვებს.

პრეზიდენტ ობამას თქმით, მედალი იმ იდეის განსახიერებაა რომ ყველა ამერიკელს შეუძლია საკუთარი ქვეყანა უკეთესი გახადოს.

“დღეს ჩვენ ვაჯილდოვებთ იმ ამერიკელებს, რომლიც გვამხნევებენ, ჩვენს ქვეყანას აძლიერებენ, და პროგრესისკენ მიგვიძღვიან“, - განაცხადა მან.

ჯილდო სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილმა ამერიკელებმა მიიღეს, მათ შორის გასართობი, სპორტული, ხელოვნების, მეცნიერების და ფილანთროპიის კუთხით.

მაგალითად ბილმა და მელინდა გეითსებმა, მათი ფონდის მიერ განხორციელებული სამუშაოების გამო. ფონდმა დაახლეობით 36$ მილიარდი დახარჯა გრანტებში, რომლებიც მიმართული იყო ჯანმრთელობის დაცვის, სიღარიბის და შიმშილობის აღმოფხვრისკენ.

„ბილი და მელინდა გეითსი ჩვენ შთაგვაგონებენ თავიანთი ოპტიმიზმით, რომ ჩვენ ერთად შეგვიძლია უკეთესი მსოფლიოს შექმნა“, - აღნიშნა ობამა გამოსვლისას.

ჯილდო ასევე გადაეცა ლეგენდარულ კალათბურთელს, კარიმ აბდულ ჯაბარს, რომელიც სოციალურ უსამართლობას ხშირად აკრიტიკებს.

„ფიზიკურად, ინტელექტუალურად, სულიერად, კარიმი ერთადერთია. ამერიკელი, რომელიც ჩვენს ძირითად თავისუფლებებს განასახიერებს და ამასთანავე, ჩვენს მისწრაფებებს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ობამამ ჯილდო მსახიობებს ტომ ჰენკს, რობერ დე ნიროს და რობერ რედფორდს მიანიჭა. ასევე აქტივისტებს, მეცნიერებს და ხელოვანებს, მათ შორის არქიტექტორ მაია ლინს. ლინმა ვაშინგტონის ვიეტნამის ომის ვეტერანთა მემორიალი შექმნა.

« ვიეტნამის ომის მემორიალმა შეცვალა ჩვენი წარმოდგენა მონუმენტებზე და იმაზე თუ როგორ აღვიქვამთ ჩვენ მსხვერპლს, პატრიოტიზმს, და საკუთარ თავს“, - თქვა ობამამ.

კომიკოსი და მსახიობი ელენ დეჯენერესისთვის მედლის მიღება ემოციური მომენტი იყო.

„ის ჩვენ ყოველთვის გვახსენებს, რომ ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილნი ვიყოთ, და ხალხს ისე მოვექცეთ, როგორც ჩვენ გვინდა, რომ გვექცეოდნენ“, - აღნიშნა ამერიკის 44-ე პრეზიდენტმა.

დეჯენერესმა ისტორია მაშინ შექმნა, როდესაც გაბედა დასაჯაროდ განაცხადა, რომ ის ლესბოსელია.

ობამას თქმით, ითოეულმა ლაურეატმა მასზე ძლიერი და მნიშვნელოვანი პიროვნული გავლენა მოახდინა.

მისი თქმით, ეს ჯგუფი იმისი დასტურია რომ მრავალფეროვნება არის ის, რაც ამერიკას აძლიერებს.

XS
SM
MD
LG