ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა კუბაში ისტორიულ ვიზიტს იწყებს


კვირას, ნაშუადღევს, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა კუბაში ჩაფრინდა. ეს არის ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტი, რომლის დროსაც ორი სახელმწიფო 55 წლის განმავლობაში გაყინული ურთიერთობების აღდგენას იმედოვნებს. ობამა პირველი მოქმედი ამერიკელი პრეზიდენტია, რომელიც კუბაში, თითქმის 90 წლიანი პაუზის შემდეგ, პირველად ჩავიდა. ვიზიტის განმავლობაში, ამერიკელი ლიდერი კუბის მოსახლეობას მიმართავს და მის ხედვას წარმოადგენს ამერიკა-კუბის ურთიერთობებთან დაკავშირებით.

ამერიკელი ლიდერი კუბის პრეზიდენტ რაულ კასტროსთან და ოპოზიციურად განწყობილ დისიდენტებთან გეგმავს შეხვედრებს.

პრეზიდენტს მეუღლე, პირველი ლედი მიშელი და ორი ქალიშვილი-მალია და საშა-ახლავს თან.

XS
SM
MD
LG