ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა: "ჩვენ ვერ დავიმალებით კედლის უკან"


ბარაკ ობამა და ანგელა მერკელი
ბარაკ ობამა და ანგელა მერკელი

„იმ ახალ სამყაროში, რომელშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ, საკუთარი თავის იზოლაცია, სხვებისგან გამოყოფა შეუძლებელია. ჩვენ ვერ დავიმალებით კედლის უკან“ - განაცხადა ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გერმანიაში ვიზიტისას.

ის ანგელა მერკელთან ერთად ბრანდენბურგის კარიბჭესთან პროტესტანტული რეფორმაციის 500 წლის იუბილის აღსანიშნავ ცერემონიას დაესწრო და დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

ობამამ თქვა, რომ ის, გერმანიის კანცლერი და ბევრი სხვა ევროპელი ლიდერი ცდილობდნენ იმიგრანტებისთვის შესაძლებლობების მიცემასა და მოქალაქეების მიმართ არსებულ ვალდებულებებს შორის ბალანსის პოვნას.

„ღმერთისთვის იმ ბავშვის სიცოცხლე, რომელიც საზღვრის მეორე მხარესაა, არანაკლებ ძვირფასია, ვიდრე ჩვენი შვილების სიცოცხლე. ჩვენ მათ წარმომავლობის მიხედვით ვერ განვასხვავებთ.“ - განაცხადა ობამამ აპლოდისმენტების ფონზე და დასძინა, რომ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შემლახავი, ასევე დემოკრატიის შემზღუდველი ტენდენციების წინააღმდეგ ბრძოლაა აუცილებელი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG