ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში 8400 აშშ-ის ჯარისკაცი წლის ბოლომდე დარჩება


ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი

ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი

ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი აცხადებს, რომ მიესალმება პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაწყვეტილებას ავღანეთში წლის ბოლომდე 8 400 ამერიკელი ჯარისკაცის დატოვებასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტ ღანის თქმით, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ავღანეთსა და ამერიკას შორის არსებულ პარტნიორობას საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძლასა და რეგიონში სტაბილურობის მისაღწევად.

ობამას გეგმა ბევრ შეკითხვას უპასუხოდ ტოვებს. ექსპერტები ამბობენ, რომ ავღანეთში უსაფრთხოების მხრივ ვითარება რთულდება.

ობამას ადმინისტრაცია თავდაპირველად 2016 წლის ბოლოს ავღანეთში ამერიკის კონტინგენტის შემცირებას 9800-დან 5500 ჯარისკაცამდე გეგმავდა.

XS
SM
MD
LG