ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა პრეზიდენტის ამპლუაში ბოლოჯერ გამოვიდა. ის ნიუ-იორკში დაგვიანებით ჩავიდა. სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა გლობალური კრიზისების გადაჭრაში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“მჯერა, რომ ამ მომენტში თითოეული ჩვენგანი არჩევანის წინაშე დგას. ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ თანამშრომლობის უკეთესი მოდელი, ან უკან დავიხიოთ და [შევქმნათ] უფრო დაყოფილი სამყარო, სადაც ეროვნულ, სათემო, რასობრივ და რელიგიურ საფუძველზე კონფლიქტები ხდება,” განაცხადა პრეზიდენტმა.

ერთ-ერთი კრიზისი, რომელზეც მან ყურადღება გაამახვილა ლტოლვილებთან დაკავშრიშული გლობალური კრიზისია. ობამამ მსოფლიო ლიდერებს თხოვნით მიმართა, რომ მათ ლტოლვილების დახმარებასა და განსახლებაში აქტიური როლი ითამაშონ.

XS
SM
MD
LG