ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ, იყო თუ არა კავშირი შაბათს, ნიუ-იორკის ჩელსის უბანში მომხდარ აფეთქებასა და რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციას შორის.

გუშინ პოლიციამ აფეთქებაში ეჭვმიტანილი ავღანური წარმოშობის 28 წლის მამაკაცი დააკავა. შაბათს მანჰეტენზე მომხდარი აფეთქებისას 29 ადამიანი დაშავდა. პოლიცია აცხადებს, რომ ნიუ-იორკში აფეთქებული და ნაპოვნი ასაფეთქებელი საშუალებები მსგავსი იყო, ასევე ემთხვევა თითის ანაბეჭდები.

აჰმად ხან რაჰამის პროკურატურამ ბრალი 5 მუხლით წაუყენა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG