ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იერიშით იმუქრება


ჩრდილოეთ კორეა შეერთებულ შტატებს და სამხრეთ კორეას ბირთვული იერიშით ემუქრება, თუკი ისინი ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს დაიწყებენ. ვაშინგტონი და სეული ანალოგიურ ვარჯიშებს ყოველწლიურად მართავს, რასაც ჩრდილოეთ კორეა საფრთხედ აღიქვამს და რეგიონში სიტუაცია ამ დროს ყოველთვის უფრო დაძაბულია.

წელს მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ გაერომ ბირთვული გამოცდების გამო ჩრდილოეთ კორეას დამატებითი სანქციები დაუწესა. სანქციებს ყველაზე ადრე ფილიპინები შეუერთდა. სამხრეთ კორეამ ისევ დახურა კაესონგის ინდუსტრიული კომპლექსი, რომელსაც ის ფხენიანთან ერთად ამუშავებდა.

XS
SM
MD
LG