ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში ბალისტიკური რაკეტა გაუშვა


იაპონია ჩრდილოეთ კორეის მიერ იაპონიის ზღვაში ბალისტიკური რაკეტის გაშვებას გმობს. სამხრეთ კორეის ცნობით რაკეტის მოქმედების რადიუსი 1 000 კილომეტრია.

იაპონიის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რაკეტები ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში ჩამოვარდა.

ბალისტიკური რაკეტის გაშვება დღეს, ჩინეთში მიმდინარე დიდი ოცეულის ლიდერების სამიტის პარალელურად მოხდა.

სამიტზე მყოფმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ჩრდილოეთ კორეის მოქმედება დაგმო და განაცხადა, რომ რაკეტის გაშვება საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ საზღვაო ძალებს.

XS
SM
MD
LG