ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა დიდი შვიდეულის სამიტის მთავარი თემაა


ჩრდილოეთ კორეა დიდი შვიდეულის სამიტის დღის წესრიგში უმთავრესი საკითხია, განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. მისი და მისი კოლეგებისთვის მნიშვნელობით მეორე თემა კი ვაჭრობაა. იტალიის კუნძულ სიცილიაზე შეკრებილი მსოფლიო ლიდერები იმედოვნებენ, რომ ამერიკელი კოლეგის შეხედულებებს მცირედით მაინც შეამსუბუქებენ საერთაშორისო ვაჭრობისა და კლიმატის ცვლილების საკითხებთან დაკავშირებით.

კვლავ განხილვების ცენტრშია ტერორიზმთან ბრძოლაც. თუმცა, ამერიკელი ლიდერი მაინც ჩრდილოეთ კორეაზე აკეთებს მთავარ აქცენტს და ამბობს, რომ „ეს მსოფლიო პრობლემაა და ის გარკვეულ ეტაპზე გადაწყდება. გარწმუნებთ, რომ ამ პრობლემას გადავჭრით“ - თქვა მან იაპონიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG