ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი ტყვეები ბირთვული დაპირისპირების მძევლები გახდნენ


ჩრდილოეთ კორეაში დაკავებული ამერიკის სამი მოქალაქის გათავისუფლება ჯერჯერობით არ ხერხდება. შეერთებულ შტატებთან ბირთვული იარაღის საფრთხის გამო არსებული დაპირისპირების გაღრმავების ფონზე, მათი გაშვება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.

წარმოშობით კორეელი ტონი კიმი ამერიკის რიგით მესამე მოქალაქე იყო, რომელიც ჩრდილოეთ კორეამ დააკავა. ის შაბათს, ფხენიანის აეროპორტში, ქვეყნის დატოვებისას აიყვანეს. 58 წლის კიმი ფხენიანის მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ბუღალტერიას ასწავლიდა.

ნიკი ჰეილიმ, შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში, ორშაბათს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა პატიმრებს ამერიკის მთავრობაზე საკუთარ ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებთან დაკავშირებით, ზეწოლის მიზნით იყენებს. ფხენიანში მდებარე შვედეთის საელჩოს ცნობით, ტონი კიმისთვის ბრალდება ჯერ არ წაუყენებიათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG